loader

"ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ" - სალომე ზურაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ" - სალომე ზურაბიშვილი

"ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის.

დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა ხუთ მარტს, თორემ ვიღაც ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო არის მეხუთე, რაც სიმბოლურია.