loader

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 45 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს შირაქის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სამთაწყაროს საჯარო სკოლის მასწავლებელი მართავდა, მოცურდა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედარი გურჯაანის რაიონულ პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

წყარო: "მთავარი არხი"