loader

"შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა... გამოთქმა - "მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი" ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს" - დათო ლიკლიკაძე ქუთაისის N7 სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა... გამოთქმა - "მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი" ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს" - დათო ლიკლიკაძე ქუთაისის N7 სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება

"გამოთქმა - "მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი" ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა" - ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქუთაისის N7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე, გუშინ, 57 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

"ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე.

მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო. ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.ჩემი ფიქრებით შენთან ვარ, ძვირფასო გეგი ნემსიწვერიძე და კარგო ადამიანო მადონა ჯანიანი.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენ გვერდით არ ვარ. ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს" - წერს დათო ლიკლიკაძე.