loader

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა..." - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა..." - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოდან

"სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მე მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე, ის, რომ მოიხსნას გრიფით "საიდუმლო" გერმანულ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ საქმე უნდა გამოცხადებულიყო დახურულად და გამოცხადებულიყო გამამართლებელი განაჩენი. თუ გამოაქვეყნებთ ხარჯებს, ეს სწორად მოხდება.

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ თურმე რუსეთი არ აძლევს ჩემი გათავისუფლების საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ, რომ რუსეთის ტყვის დაკავებაში მონაწილეობთ? ახლა ეს დადასტურებულია ოფიციალური ორგანოების და დაზვერვების დონეზე, ეს ისედაც ყველამ ვიცოდით“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.