"სტუდენტები ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური 50 თეთრით უფრო ძვირი ღირს" - მიხეილ სააკაშვილი
ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია - დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ახალგაზრდების ნაწილს ნარკოტიკებისგან ვკარგავთ, ნაწილს კი - ემიგრაციაში.