loader

"ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა კლინიკაში შვილთან რძე მიჰქონდა" - ტრაგედია ბათუმში, სადაც 2 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხდა, რის შე­დე­გადაც 2 ადა­მი­ა­ნი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა კლინიკაში შვილთან რძე მიჰქონდა" - ტრაგედია ბათუმში, სადაც 2 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხდა, რის შე­დე­გადაც 2 ადა­მი­ა­ნი დაიღუპა

ბა­თუმ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა ფრი­დონ ხალ­ვა­შის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 40 წლამ­დე ქალი კლი­ნი­კა “მე­დი­ნას" მიმ­დე­ბა­რედ, ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ქვე­ი­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად იგი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

"და­ღუ­პულ ქალს კლი­ნი­კა "მე­დი­ნა­ში" ჩვი­ლი ბავ­შვი ჰყავ­და მო­თავ­სე­ბუ­ლი. მის­თვის რძე მიჰ­ქონ­და და სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს. შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნა და ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ქალი. კლი­ნი­კა­ში მი­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო" - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მე­ო­რე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვაც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მოხ­და. შუ­ახ­ნის მა­მა­კაცს მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. მომ­ხდა­რის გამო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე