loader

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 87%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმარჯვებს.

უწყების ცნობით, ბიულეტენების 98.02% უკვე დათვლილია. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმათა 4.30%, ვლადისლავ დავანკოვმა - 3.80%, ლეონიდ სლუცკიმ კი ხმების- 3.17% მიიღო.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-დან 17 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამავდროულად, საერთაშორისო ლიდერები რუსეთში მიმდინარე არჩევნების ფორმალურობაზე საუბრობენ.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, არჩევნები რუსეთში თავისუფალი არ არის. კირბი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებამდე პუტინმა პოლიტიკური ოპონენტები დააპატიმრა და ხელი შეუშალა სხვებს, რომ მის წინააღმდეგ კენჭი ეყარათ.