loader

"არ დაგიმალავთ..." - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ დაგიმალავთ..." - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას?

2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და თქვენ ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის, მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზღვარგარეთ საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს, არჩევნებში მხოლოდ 17 ათასმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიასპორა არ იყო არჩევნებში ჩართული და არ იყო შესაბამისი ძალისხმევა გაწეული იმისთვის, რომ მათი ჩართულობა ყოფილიყო.