loader

"სარდაფში არიან, მათზე ძალადობენ..." - რას ამბობს მექსიკაში ერთ-ერთი გატაცებული ქართველის ახლობელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სარდაფში არიან, მათზე ძალადობენ..." - რას ამბობს მექსიკაში ერთ-ერთი გატაცებული ქართველის ახლობელი?

დღეს, სოციალურ ქსელში მექსიკის საზღვართან ქართველების გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა და ისინი სამი დღეა ტყვეობაში იმყოფებიან. გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 90 000 დოლარს ითხოვენ. ვრცელდება ცნობები, რომ მძევლებს შორის ქალებიც არიან. ერთ-ერთმა გატაცებულმა ქართველმა ახლობელს და ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გამოუგზავნა და დახმარება ითხოვა.

როგორც "კვირის პალიტრას" ერთ-ერთი გატაცებული ქართველის ახლობელმა, მამუკა ტოროშელიძე განუცხადა, გატაცებულები სარდაფში არიან და მათზე ძალადობენ.

"ჩვენი ინფორმაციით, 30 ქართველია გატაცებული. სულ ტყვეობაში 120 ადამიანია. ისინი ითხოვენ დახმარებას და თანხას, რომ თავი დაიხსნან. მათზე ძალადობაც ხდება. მესიჯი ჩვენმა ახლობელმა ჩემს მეგობარს მისწერა. 30 წლის თბილისელი ბიჭია. მის ვინაობას უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ვერ დავასახელებ" - ამბობს მამუკა ტოროშელიძე. სრულად წასაკითხათ გადადით ბმულზე>>>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების გამო საელჩო მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზეა. მათივე ცნობით, უწყება მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არკვევს.

„საელჩო კავშირზეა მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და არკვევს მოქალაქეთა შესაძლო ადგილსამყოფელს. საელჩო კავშირზე რჩება მოქალაქეთა ოჯახის წევრებთან, მათთან, ვინც მიმართა საელჩოს ოჯახის წევრის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, მექსიკის საზღვართან გატაცება მოხდა. „მთავარი არხის” ცნობით, უკვე სამი დღეა სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. გატაცებულებს შორის არიან ქალებიც.