“რა ჯანდაბის მრჩეველი იყო დავით ხიდაშელი - რა რჩევებს აძლევდა თავდაცვის სამინისტროს, სამშობლოს ღალატის?“- ალეკო ელისაშვილი
“გამოვიდეს ჯუანშერ ბურჭულაძე და ახსნას, რა ჯანდაბის მრჩეველი იყო ეს გადაჯიშებული კაცი“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული საკითხი პარლამენტში თავდაცვის კომიტეტზე იქნას განხილული.