loader

“ჯერჯერობით დაწვრილებით ვერ ვიტყვი, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ ქვეყანასთან“- რა ახალ დეტალებზე ისაუბრა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმეზე დედამ, ნატა ხუტაშვილმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჯერჯერობით დაწვრილებით ვერ ვიტყვი, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ ქვეყანასთან“- რა ახალ დეტალებზე ისაუბრა 12 წლის ანი იანუშაიტიტეს მკვლელობის საქმეზე დედამ, ნატა ხუტაშვილმა

12 წლის ანი იანუშაიტიტეს საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, სახალხო დამცველი შსს-ს და გენერალურ პროკურატურას საქმეზე საგამოძიებო მოქმედებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგონას დედამ და ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს და საქმესთან დაკავშირებით მედიასთან სახალხო დამცველის დასკვნა გაასაჯაროვეს. მათი თქმით, სახალხო დამცველის დასკვნაში სახელმწიფო უწყებების მიერ გამოძიების პროცესში დაშვებულ ხარვეზებზეა საუბარი.