loader

ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა - 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა - 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია.

სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.