ანა იანუშაიტიტეს დედის საგანგებო პრესკონფერენცია - "შემოვიდა შეტყობინებები მოსახლეობისგან...."
სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმის გამოძიება დარღვევებით მიდის. სკოლის მოსწავლის ბურუსით მოცული სიკვდილიდან ერთი წლის თავზე, ლევან იოსელიანის აპარატმა კრიტიკული დასკვნა "უფლებები საქართველოს" გადაუგზავნა. დოკუმენტში წერია, რომ გამოძიების პროცესში შეცდომებია დაშვებული.
ომბუდსმენის მოსაზრებით, არსებობს გარემოებები, რომლებმაც ეფექტურ გამოძიებას ხელი შეუშალა.
ანას დედა ნატო ხუტაშვილი ამბობს, რომ ფოტორობოტი მოსახალეობისგან შესული შეტყობინებების საფუძველზე შეადგინეს. შეტყობინებები გადამუშავების პროცესშია.