loader

“ანსამბლი “ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია“ - პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ანსამბლი “ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია“ - პრეზიდენტი

ანსამბლი ,,ფესვები“, რომელიც აჭარიდან უნდა ჩამოსულიყო, გზიდან გააბრუნეს, თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის მოღვაწეობა - თუ არა კულტურული ბოლშევიზმი, არ ვიცი, ამას რა ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამო გაიმართა.

სასახლეში გამოიფინა აჭარელი ქალების მიერ შექმნილი განსაკუთრებული საგანძური: ხელით ნაქსოვი ორნამენტებიანი „აჭარული ნაჭრელები“, რომლებმაც წინაპრების მიერ დატოვებული ეს უნიკალური ხელსაქმე ტრადიციად აქცია.

პრეზიდენტმა მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.