“ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ... ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილი, ადეიშვილი, ურთქმელიძე და სხვები ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ“- პრემიერი
“როდესაც ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება, ეს შემაშფოთებელია. საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის საფუძვლებისა და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული“ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საზოგადოებას ევროპულ სამართალთან დაკავშირებით კითხვები არ გაუჩნდეს, ზურაბ ადეიშვილი ევროპელ ოფიციალური თანამდებობის პირებს არ უნდა შეხვდეს.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ მსგავსი ადამიანების თავისუფლად გადაადგილება შეწყდეს, მთავრობა ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს.