loader

ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები 21 წლის ბიჭის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძე ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. მას სა­ბერ­ძნეთ­ში იც­ნობ­დნენ, რო­გორც "ტი­კტო­კერს", სა­ხე­ლად Tzane. გი­ორ­გი 2011 წლი­დან ცხოვ­რობ­და სა­ბერ­ძნეთ­ში, მშობ­ლებ­თან ერ­თად.

ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ნე­ლი­ძე იტა­ლი­ა­ში 5-კა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად, ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. ე.წ. მოჩ­ვე­ნე­ბა­თა სო­ფელს ეს­ტუმ­რა და მისი ვი­ზი­ტი ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. რა ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ის, და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა წერს, რომ ის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი მა­შინ გად­მო­ვარ­და, როცა ვი­დე­ოს იღებ­და, მას ფეხი და­უც­და.

Ambebi.ge- ს გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, რომ გი­ორ­გის სპორ­ტუ­ლი სა­მო­სის ბრენ­დი ჰქონ­და, სა­ხე­ლად, "underdog" .

"21 წლის ასაკ­ში იც­ნობ­და მთე­ლი სა­ბერ­ძნე­თი, უამ­რა­ვი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და. დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად იყ­ვნენ წა­სუ­ლე­ბი, 5-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია არ ყო­ფი­ლა. სექ­ტემ­ბერ­ში იღებ­და მუდ­მივ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, სა­ბერ­ძნე­თის სა­ხე­ლით ჭი­და­ობ­და კი­დეც. კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­და. თურ­ქეთ­შიც ყო­ფი­ლან დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­და­სა­ღე­ბად. ახლა იტა­ლი­ა­ში იყ­ვნენ." - ამ­ბობს მისი ახ­ლო­ბე­ლი. განაგრძეთ კითხვა