"მაღაზია არის აფეთქებული... ოთხის ხუთი წუთი იყო, ძლიერი აფეთქება რომ მოხდა, გამოვცვივდით ხალხი გარეთ" - რას ამბობს ადგილობრივი თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე?
გვიან ღამით თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში აფეთქება მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მერიის ცნობით, კორპუსის მოსახლეობა დროებით სასტუმროებში დაბინავდა.
ვიდეო: "რუსთავი 2"