loader

შემზარავი ამბავი ქარელში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემზარავი ამბავი ქარელში - 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"მთავარი არხის” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

როგორც “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: "მთავარი"