loader

"მეტირება, შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან დაუჯერებელია, გაოგნებული ვიყავი" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც უცნობმა ადამიანმა 10 000 ლარი ჩაურიცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეტირება, შოკიდან ვერ გამოვდივარ, ძალიან დაუჯერებელია, გაოგნებული ვიყავი" - რას ჰყვება მამაკაცი, რომელსაც უცნობმა ადამიანმა 10 000 ლარი ჩაურიცხა

ეს ნიკა ბაგალიშვილია, ახალგაზრდა ფერმერი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორში, ბიომეურნეობას წარმატებით უძღვება.

თითქმის 3 წელია, ნიკას დიდი სურვილია, მეურნებაში კაფე ააშენოს, რისთვისაც დიდი თანხაა საჭირო. ახალგაზრდა ფერმერმა დაფინანსება ვერ მოიპოვა, თითქმის აღარ სჯეროდა, რომ ამ სურვილს სისრულეში მოიყვანდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მის ცხოვრებაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა, მისთვის უცნობმა ადამიანმა ბაგალიშვილს 10 000 ლარი ჩაურიცხა.

ახალგაზრდა ფერმერს გაუჭირდა დაჯერება, რომ ყველაფერი რეალობა იყო და მის თავს ხდებოდა.

კეთილი ადამიანის დახმარებით, ახალგაზრდა ფერმერს მშენებლობის დასაწყებად საჭირო თანხა უკვე აქვს, სამშენებლო მასალებიც უკვე შეიძინა და რამდენიმე დღეში მშენებლობას შეუდგება, თუმცა კაფეს სრულად მოწყობისთვის ნიკას, დაახლოებით, კიდევ 30 000 ლარი დასჭირდება.

მათ, ვისაც ნიკას დახმარება გსურთ:

მიმღები: ნიკა ბაგალიშვილი GE81TB7615645064300006