loader

ცნობილია, რამდენ ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი აპრილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, რამდენ ადამიანს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი აპრილიდან

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა, ეს კი ნიშნავს, რომ 183 ათასზე მეტ მოქალაქეს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. ცვლილება შეეხება იმ მსესხებლებს, რომელთაც კრედიტი ლარში აქვთ აღებული და მათი სესხი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა.

„2024 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183 511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 185 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

183 511 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე - 7 მლრდ ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე - 5.3 მლრდ ლარის (43%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული - 6.3 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარს შეადგენს.

წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+32%, 1 იანვარი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნესსესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა.