loader

"ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო; სკამ­ზე იჯდა და..." - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო; სკამ­ზე იჯდა და..." - რას პასუხობს არჩილ ბარდაველიძის ოჯახი თამარ გუდავას

1- ელ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძე და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

ცნო­ბი­ლია, რომ ბარ­და­ვე­ლი­ძეც და გუ­და­ვაც თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში, გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სულ ცოტა, 300 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იყო გათ­ვლი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ჰყვე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მას ეკუთ­ვნო­და. და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღეს გუ­და­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც და­წე­რა, რომ მის 19 წლის შვილს არ­ცერ­თი მი­ლიგ­რა­მი არა­ფე­რი თან არ ჰქო­ნია და არ ჩა­უ­ტა­ნია არ­სად. ამა­ვე პოს­ტში ის თა­ნად­გო­მას და სამ­ძი­მარს უცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს.

თა­მარ გუ­და­ვას სტა­ტუსს AMBEBI.GE-სთან გარ­დაც­ვლი­ლი აჩი­კო ბარ­და­ვე­ლი­ძის და ეხ­მა­უ­რე­ბა:

"კი, ანამ სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხა, ეს მარ­თა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი - სიც­რუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი და ბა­რი­გა იყოო? ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია და საქ­მე ისე შე­კე­რა, რო­გორც აწყობს. პო­ლი­ცი­ამ როცა გა­ი­გო, ვისი შვი­ლი იყო ანა გუ­და­ვა, მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან გან­მე­ო­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზა­ზე, რისი უფ­ლე­ბაც არ მი­ვე­ცით. ანა გუ­და­ვამ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი სახ­ლი­დან წა­იყ­ვა­ნა პო­ლი­ცი­ამ, ჩვე­ნე­ბა­ში აღი­ა­რა, რომ მან ჩა­მო­ი­ტა­ნა თერ­ჯო­ლა­ში წა­მა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მისი იყო. ამ ქალ­ბა­ტონს არ რცხვე­ნია? ახლა გა­ახ­სენ­და მისი შვი­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი და სახ­ლი­დან გა­მოგ­დე­ბუ­ლი რომ ჰყავ­და და სას­ტუმ­რო­დან სას­ტუმ­რო­ში რომ დარ­ბო­და? რეს­ტორ­ნებ­ში მუ­შა­ობ­და გოგო, თავი რომ გა­ე­ტა­ნა და ახლა გა­ახ­სენ­და?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რო­მაა და რომ გახ­მა­ურ­და ეს ამ­ბა­ვი, არ უნდა, მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე გა­მო­იყ­ვა­ნოს. გოგო მა­მა­მაც მი­ა­ტო­ვა და დე­და­მაც, ხან სად იყო და ხან - სად. ახლა გა­ახ­სენ­და, მის შვილს დახ­მა­რე­ბა რომ სჭირ­დე­ბა? როცა მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და, მა­შინ რა­ტომ არ და­უდ­გა გვერ­დით? ანა გა­მო­ვა ცი­ხი­დან და ჩემი ძმის მსგავ­სად ბევ­რს შე­ი­წი­რავს. ის ნარ­კო­ტი­კი ჩემი ძმის არ ყო­ფი­ლა, აჩი­კოს სი­გა­რე­ტის ფუ­ლიც არ ჰქონ­და, სა­ი­დან იყი­და, ან ვინ მის­ცემ­და, სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და და დე­დას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, თავი რომ გა­ე­ტა­ნა. ვინ ან­დობ­და ამ­დენ წა­მალს? ანა 1-ელ მარტს ჩა­მო­ვი­და ჩვენ­თან და 2-ში ჩემი ძმა ლო­გინ­ში იყო მკვდა­რი. დე­და­მის­მა ის თქვას, ანა გუ­და­ვამ მკვდარს რომ უღო სუ­რა­თე­ბი, მე­გობ­რებს რომ ურე­კა, მიშ­ვე­ლე­თო.

მის ჩვე­ნე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი წე­რია. ვინც ანა ჩემს სახ­ლში ნახა, მისი ქცე­ვე­ბით ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო. სკამ­ზე იჯდა და სი­გა­რეტს აბო­ლებ­და, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ ჰქონ­დაო, - მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ. ის არც ცუ­დად ყო­ფი­ლა, რო­გორც დედა ამ­ბობს. სას­წრა­ფომ თქვა, 1 სა­ა­თის გარ­დაც­ვლი­ლია ეს ბი­ჭიო. ამ გო­გოს უნ­დო­და გა­უხ­მა­უ­რებ­ლად თვი­თონ გა­მო­ეყ­ვა­ნა აჩი­კო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ამი­ტომ და­რე­კა სას­წრა­ფო­ში გვი­ან. ჩემი ძმის ლო­გი­ნი მთლად სვე­ლი იყო, იმ­დე­ნი წყა­ლი უს­ხია მის­თვის, სა­ხე­შიც ნარ­ტყა­მი ჰქონ­და... როცა მიხ­ვდა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვერ გა­მო­იყ­ვან­და, მერე და­რე­კა სას­წრა­ფო­ში. სას­წრა­ფო­მაც და­აგ­ვი­ა­ნა, თურ­მე. როცა ცუ­დად გახ­და, ანას მა­შინ­ვე რომ და­ე­რე­კა, ან ვი­ღა­ცის­თვის ეთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო აჩი­კო, მაგ­რამ ეს არ გა­ა­კე­თა. განაგრძეთ კითხვა