რამდენიმე წუთის წინ ავარიის კადრები გავრცელდა ლანჩხუთიდან - ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე გადავიდა და გადატრიალდა
“ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც ავტობანს ე.წ. ძველ მაგისტრალთან აკავშირებს, ტრაილერის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე გადავიდა და გადატრიალდა.” – ინფორმაციას “გურია თუდეი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.