loader

"ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები "ფეისბუქზე" საჯაროდ განათავსა" - ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა ნათესავებთან გაავრცელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები "ფეისბუქზე" საჯაროდ განათავსა" - ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილით მამაკაცის სახელით გაეცნო, ნდობა მოიპოვა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა ნათესავებთან გაავრცელა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 20 წლის მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა.

„მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ბრალდებული სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ Facebook-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა. გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა, ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა.

დაზარალებულის მომართვის შემდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში წარმართა. პირადი ჩხრეკისას მობილურ ტელეფონში ნანახი და ამოღებულ იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ასევე, მხილებულია 2000 წელს დაბადებული ქალი.