loader

“მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომლებიც არ მაძლევდა საშუალებას, საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში...“- ელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომლებიც არ მაძლევდა საშუალებას, საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში...“- ელენე ხოშტარია მიმართვას ავრცელებს

ელე­ნე ხოშ­ტა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ ბოლო დროს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში სა­ჯა­როდ აღარ არის ჩარ­თუ­ლი, რად­გან ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ, თუმცა ახლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული, მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომლებიც არ მაძლევდა საშუალებას, საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენს ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არათუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: "ვერ მოგართვით“ - წერს ხოშტარია.