loader

“ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით! პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა“- რას წერს ბაია პატარაია გახმაურებული საქმის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით! პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა“- რას წერს ბაია პატარაია გახმაურებული საქმის შესახებ

უფლებადამცველი ბაია პატარაია 2022 წლის 24 მაისს პოლონეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ წერს და სასამართლო წარმოების შედეგებსაც გვიზიარებს. 26 წლის ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. საქმეს “საფარი“ და საქართველოს პოლიციის ატაშე უძღვებოდნენ.

“პოლონეთში რომ როზეტა მოგვიკლეს, რომლის დახმარებას აქედან ვცდილობდით საფარი • Sapari და საქართველოს პოლიციის ატაშე. იქაურმა პოლიციამ ქმარი კი დააკავა და მერე რატომღაც გამოუშვეს და არ შეიძლებოდა იმ კაცის გაშვება! ეს დამპალი მკვლელი მივიდა, ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით - პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა მკვლელი.

აბა, მითხარით ფემიციდის საქმე, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მკვლელს საქართველოში? ვერ მეტყვით! ჩვენს სასამართლოს ფემიციდი არ ჰგონია საკმარისად მძიმე დანაშაული, საკმარისია ნაძირალა მკვლელმა დააყრანტალოს, ვაღიარებ, რომ მოვკალი და ვნანობო - ეგრევე აღარ განიხილება სამუდამო პატიმრობა… ჩვენი სასამართლოს დიდი სირცხვილია ეს ვიწრო ხედვა!

რაც შეეხება საქმეს, აქ არ გავჩერდებით, სანამ იმ პოლიციელებს არ დასჯიან, რომელთა გულგრილობამაც ეს ტრაგიკული შედეგი დააყენა, იქამდე ვიბრძოლებთ და პოლონეთსაც ვუჩივლებთ სტრასბურგის სასამართლოში!

ეს არის ყველაზე ტრავმული და მძიმე გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის და ზუსტად ვიცით, რომ საქართველოში შევძლებდით მის გადარჩენას, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან გვიჭირს ქალი ემიგრანტების შველა… ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როზეტას შვილებისთვის კომპენსაცია რეალურად მოვიპოვოთ და ბავშვებს პურის ფული მაინც ჰქონდეთ.“ - წერს ბაია პატარაია.