სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები - ცნობილია სასამართლო მონიტორინგის შედეგები
ანალიტიკურ დოკუმენტში მიმოხილულია სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოკვეთილი ხარვეზები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც მათი დაკავების კანონიერებასთან, ისე საქმეების სასამართლოში განხილვასთან.
მონიტორინგის მიგნებების თანახმად, მთავარი პრობლემებია, მათ შორის, პოლიციის მიერ დაკავების საფუძვლისა და უფლებების შესახებ განმარტების მიუწოდებლობა, დაკავებისა და მისი ვადის გაგრძელების საფუძვლების დაუსაბუთებლობა, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის დაბალი სტანდარტი, მოწმეების სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და სხვ.
დოკუმენტი ვრცლად: https://www.hrc.ge/614/geo/