loader

“ეს ჩემს შვილს არ გააცოცხლებს, მაგრამ...“- რას აცხადებს პოლონეთში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული როზეტა ყალიჩავას დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ჩემს შვილს არ გააცოცხლებს, მაგრამ...“- რას აცხადებს პოლონეთში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული როზეტა ყალიჩავას დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

როზეტა ყალიჩავას მკვლელობისთვის მის ქმარს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - მსჯავრდებულს სასამართლომ შვილებისთვის კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.

ინფორმაცია თავდაპირველად “საფარის“ დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ გაავრცელა:

“პოლონეთში რომ როზეტა მოგვიკლეს, რომლის დახმარებას აქედან ვცდილობდით საფარი • Sapari და საქართველოს პოლიციის ატაშე. იქაურმა პოლიციამ ქმარი კი დააკავა და მერე რატომღაც გამოუშვეს და არ შეიძლებოდა იმ კაცის გაშვება! ეს დამპალი მკვლელი მივიდა, ჯერ ბავშვები გაარიდა, მერე მიბრუნდა მოსაკლავად და ბოლოს კვალის წაშლასაც ცდილობდა ხანძრით - პოლონეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობით დასაჯა მკვლელი.

აბა, მითხარით ფემიციდის საქმე, სადაც სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალის მკვლელს საქართველოში? ვერ მეტყვით! ჩვენს სასამართლოს ფემიციდი არ ჰგონია საკმარისად მძიმე დანაშაული. საკმარისია ნაძირალა მკვლელმა დააყრანტალოს, ვაღიარებ, რომ მოვკალი და ვნანობო - ეგრევე აღარ განიხილება სამუდამო პატიმრობა… ჩვენი სასამართლოს დიდი სირცხვილია ეს ვიწრო ხედვა!

რაც შეეხება საქმეს, აქ არ გავჩერდებით, სანამ იმ პოლიციელებს არ დასჯიან, რომელთა გულგრილობამაც ეს ტრაგიკული შედეგი დააყენა. იქამდე ვიბრძოლებთ და პოლონეთსაც ვუჩივლებთ სტრასბურგის სასამართლოში! ეს არის ყველაზე ტრავმული და მძიმე გამოცდილება ჩვენი გუნდისთვის და ზუსტად ვიცით, რომ საქართველოში შევძლებდით მის გადარჩენას, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან გვიჭირს ქალი ემიგრანტების შველა…

ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ როზეტას შვილებისთვის კომპენსაცია რეალურად მოვიპოვოთ და ბავშვებს პურის ფული მაინც ჰქონდეთ.“ - წერს ბაია პატარაია.

ვიდეო: "ფორმულა"