"ამ ქალბატონს არ რცხვენია? ახლა გაახსენდა მისი შვილი, მიტოვებული და სახლიდან გამოგდებული რომ ჰყავდა?" - გარდაცვლილი არჩილ ბარდაველიძის და თამარ გუდავას განცხადებას პასუხობს
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, თამარ გუდავას საგანგებო განცხადებას, რომლის 20 წლის შვილი ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს, AMBEBI.GE-სთან გარდაცვლილი აჩიკო ბარდაველიძის და ეხმაურება:
"კი, ანამ სასწრაფო გამოიძახა, ეს მართალია, დანარჩენი - სიცრუე. დედა იმას ხომ არ იტყვის, ჩემი შვილი ნარკომანი და ბარიგა იყოო? ის მაღალჩინოსანია და საქმე ისე შეკერა, როგორც აწყობს. პოლიციამ როცა გაიგო, ვისი შვილი იყო ანა გუდავა, მეორე დღეს მოვიდნენ ჩვენთან განმეორებით ექსპერტიზაზე, რისი უფლებაც არ მივეცით. ანა გუდავამ, რომელიც ჩვენი სახლიდან წაიყვანა პოლიციამ, ჩვენებაში აღიარა, რომ მან ჩამოიტანა თერჯოლაში წამალი და ყველაფერი მისი იყო. ამ ქალბატონს არ რცხვენია? ახლა გაახსენდა მისი შვილი, მიტოვებული და სახლიდან გამოგდებული რომ ჰყავდა და სასტუმროდან-სასტუმროში რომ დარბოდა? რესტორნებში მუშაობდა გოგო, თავი რომ გაეტანა და ახლა გაახსენდა?" - ამბობს გარდაცვლილი აჩიკო ბარდაველიძის და.
ვრცლად სტატიის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/306905-axla-gaaxsenda-misi-shvili-mitovebuli-rom-hqavda/?fbclid=IwAR04F3U6ZDIzf6QON6fZqmYXB9TUKtyCgwcrjhkUch5p0UTR9e4NU9t52iY