loader

"ამ კომენტარებით მხოლოდ იმას იზამთ, რომ თვითშეფასებას დაუგდებთ, მოტივაციას ჩაუკლავთ და ხელს შეუშლით..." - რას წერს გურამ შეროზია ნუცა ბუზალაძის საკონკურსო სიმღერის კრიტიკაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ კომენტარებით მხოლოდ იმას იზამთ, რომ თვითშეფასებას დაუგდებთ, მოტივაციას ჩაუკლავთ და ხელს შეუშლით..." - რას წერს გურამ შეროზია ნუცა ბუზალაძის საკონკურსო სიმღერის კრიტიკაზე

ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ის“ კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რით Firefighter წა­რად­გენს. კლიპს და სიმღერას სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს, ბლოგერი გურამ შეროზი ეხმაურება:

"ძალიან სამწუხაროა ეს ნეგატივი, რაც ტრიალებს ეს ორი დღეა ნუცაზე. ყველა ექსპერტი რომ გახდა, ზოგი ტონალობას უწუნებს, ზოგმა შაკირას ბაძავსო, ზოგმა - ბიონსესო, არც სიმღერაო, არც არაფერიო. აი აზრი ამ ნეგატივის? კრიტიკა მხოლოდ მაშინ არის მართებული, როცა მას რაღაცის შეცვლა/გაუმჯობესება შეუძლია, სხვა შემთხვევაში უბრალოდ ნეგატივის ნთხევა და საკუთარო გაუბედურებული ეგოს ამაღლების არაჯანსაღი მცდელობაა. გოგო 16 წლიდან თავისით შრომობს, აღწევს, ვოკალიც გადასარევი აქვს, პლასტიკაც, ვიზუალიც, მსოფლიოც მოიარა, ჰოდა ამ კომენტარებით მხოლოდ იმას იზამთ, რომ თვითშეფასებას დაუგდებთ, მოტივაციას ჩაუკლავთ და ხელს შეუშლით, თუმცა ესეც არ მგონია შეძლოთ, იცის თავისი თავის ფასი არ მოგწონს? გამოთქვი ცივილიზებულად, ან არ გამოთქვა საერთოდ, რატომ საზრდოობს მასის ნაწილი სხვების გულის ტკენით ვერაფრით ვხვდები.

აქვე: იუუუ%*უბზე “ვარდები” მოძებნეთ, გახსენით და რასაც ნახავთ - გაგაოცებთ," - წერს გურამ შეროზია.

სიმ­ღე­რის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ჩრდი­ლო­მა­კე­დო­ნი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი დარ­კო დი­მიტ­რო­ვი და მუ­სი­კო­სი ადა სატ­კა არი­ან. ნუ­ცამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მუ­შა­ო­ბის15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, მხატ­ვა­რი - შაკო პო­პი­აშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ლუ­ი­ჯი ალო­კა, კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი ლაშა ჯო­ხა­ძე­სა და ალექ­სან­დრე ახალ­კა­ციშ­ვილს ეკუთ­ვნით, მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი კი ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია.