loader

"ერთ წელს დავიბადეთ, წამოვიზარდეთ და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით..." - სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით დაღუპულ ბიჭს მეგობარი ემშვიდობება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთ წელს დავიბადეთ, წამოვიზარდეთ და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით..." - სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით დაღუპულ ბიჭს მეგობარი ემშვიდობება

პირველ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაღუპულ 21 წლის ბიჭს, მისი კლასელი და მეგობარი, თიკო ქათამაძე ემოციური პოსტით ემშვიდობება.

„ჩემი ქიმიური და ხარო, მეძახდა… მხოლოდ მან და მე ვიცოდით, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. ერთ წელს დავიბადეთ, წამოვიზარდეთ და მას შემდეგ სულ ერთად ვიყავით. ყოველი დღე ერთმანეთის ნახვით იწყებოდა და ყოველი დღე ერთად თამაშით მთავრდებოდა, მთელი სოფელი რომც შემოევლო ბოლოს მაინც ჩემთან მოვიდოდა, ჩემი აჩაჩო! დილით, სკოლაში წასვლის წინ, სახლში მომაკითხავდა, დამელოდებოდა და ერთად გავუდგებოდით გზას, უკანაც ერთად ვბრუნდებოდით. მეტყოდა ხოლმე-თიკო, მამეცადინე გთხოვო, მეც მასზე დიდივით დავისვამდი და ვამეცადინებდი…

ჩემო ბავშვობავ, რომ გავმდიდრდები ყველაფერი უნდა გიყიდოო მპირდებოდი. თვითონ შენი სიცოცხლე იყო სიმდიდრე, აჩაჩო!(ასე გეძახდი ) შენ გარეშე წასვლა კლასელებთან ერთად ბოლომდე არ მიხაროდა, ჩემო მხიარულო და კეთილო ბიჭო! როგორც ყოველთვის, ტრადიცია არ დაარღვიე და დღესაც შენთან შეგვკრიბე, ოღონდ, ამჯერად, ბედნიერების ცრემლების ნაცვლად ტკივილის, სინანულის, მონატრებისა და სამუდამო გამომშვიდობების ცრემლებისთვის, აჩაჩო! ჩემი და შენი სახლები ისევ განაგრძობენ ერთმანეთის ყურებას, მაგრამ მე და შენ?! მე და შენ უკანასკნელად ვიდექით დღეს ერთმანეთის პირისპირ! შენს „პატარა ცხვირიანს”, ყველას და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ისევ ისე უყვარხარ, როგორც ბავშვობაში, სილაში ერთად ნამცხვრების გამოცხობის დროს… ჩემო ტკივილო, გემშვიდობება შენი „ქიმიური და!“, – წერს თიკო ქათამაძე.