კახა კალაძე დავით არახამიას განცხადებას ეხმაურება
ქართველ ხალხს ყოველთვის ისტორიულად ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან და ამ მეგობრობას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. რაც შეეხება არახამიას განცხადებას, მე არ მინდა პოლემიკაში შევიდე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დავით არახამიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის.