loader

საგანგაშო და საყურადღებო მაჩვენებელი! - კვლევის შედეგები: ცნობილია, მოზარდების რამდენ პროცენტს აქვს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საგანგაშო და საყურადღებო მაჩვენებელი! - კვლევის შედეგები: ცნობილია, მოზარდების რამდენ პროცენტს აქვს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება

მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამის შესახებ დასკვნას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს.

დასკვნაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს.

„აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა ა(ა)იპ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC GEORGIA) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აზარტულ თამაშებთან შეხების მქონე მოზარდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები კვლავ საგანგაშოა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საქართველოს ყველა დიდი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მასში მონაწილეობა მიიღო 14-დან 18 წლამდე ასაკის 1 007-მა მოზარდმა.

კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე. წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%.

ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ვინაიდან ე. წ. ხელზე თამაში, განსაკუთრებით − თანხების ამოღება, ხდება „ქუჩის ავტორიტეტების“ მონაწილეობით. აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

ვიდეო: "პალიტრანიუსის" გადაცემა "საქმე"