“ქართველ ხალხს სურს, დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს - ველით შესაბამის რეაგირებას, ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს“ - პრემიერი
პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს, დარწმუნდეს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია პატივს სცემს ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიც არის, პირველ რიგში, სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობა. ველით შესაბამის რეაგირებას. ეს ეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს თუ ნებისმიერ სხვა დამნაშავეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ევროპაში გადაადგილების შესახებ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებული არიან უმძიმეს დანაშაულებში.