loader

ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ აბაშიძის პირველი კომენტარი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ

მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის. ლოგიკა ძალიან მარტივი იყო - 2012 წლის შემდეგ გავიდა 12 წელი, ყველაფერს აქვს დასაწყისი, დასასრული, - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ქაჯაიას კანდიდატურა თავიდანვე დასახელდა.

ცნობისთვის, ზურაბ აბაშიძე 2012 წელს დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე.

აბაშიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას სხვა საკადრო ცვლილებებთან ერთად დღეს გააცნო და აღნიშნა, რომ ზურაბ აბაშიძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ის უკვე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის მეთაურის სპეციალური წარმომადგენელი კი გიორგი ქაჯაია იქნება.