loader

"დღეს ვიმსჯელეთ და მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ეს ეხება უნივერსიტეტებს" - რა თქვა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ვიმსჯელეთ და მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, ეს ეხება უნივერსიტეტებს" - რა თქვა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ?

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზეც გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში - ონლაინ უნივერსიტეტის ცნება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც ონლაინ სწავლებას გადიან საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მოხდება მათი აღიარება, რაც აქამდე აკრძალული იყო