loader

"თუ გინდა ოჯახმა იცხოვროს, თბილისში ცხოვრების დონე არის 6 000 ლარი... ერთ ადამიანს სჭირდება მინიმუმ 1 700 ლარი" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ გინდა ოჯახმა იცხოვროს, თბილისში ცხოვრების დონე არის 6 000 ლარი... ერთ ადამიანს სჭირდება მინიმუმ 1 700 ლარი" - მიხეილ სააკაშვილი

"თუ უნდა თბილისში ოჯახმა იცხოვროს, საჭიროა 6 ათასი ლარი. წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი. ამასობაში 300 ათასამდე ადამიანს მხოლოდ 800 ლარამდე აქვს შემოსავალი. ძალიან ბევრი ცხოვრობს 50-იდან 300 ლარამდე ხელფასამდე. 300 ლარით როგორ უნდა იცხოვრონ? როგორ უნდა იცხოვრონ იმ სიტუაციაში, როდესაც, პრაქტიკულად, სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა [ყველაფერი], მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამჯერ გაძვირდა ხორცი, სხვა პროდუქტები.

ვამაყობ, რომ ბათუმი, როგორც ქალაქი სრულფასოვნად ჩამოვაყალიბე, მაგრამ ამის უბედურება ის არის, რომ [ბათუმში] სრულფასოვნად რომ იცხოვროს ადამიანმა, სჭირდება 5 900 ლარი. ერთ ადამიანს მინიმუმ 1700 ლარი სჭირდება. ეს არის საერთაშორისო ფონდების გამოკვლევები, ეს არ არის ჩემი მოგონილი. რაზე ვლაპარაკობთ, როდესაც საქართველოში ცხოვრების დონე, ქირის დონე, საბანკო პროცენტები უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანი, ვიდრე ასტანაში, ყაზახეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნის უძვირეს დედაქალაქში. თბილისი უფრო, ძვირია ვიდრე ასტანა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.