loader

აკრძალვა, რომელიც უკვე ამოქმედდა - კიდევ იღებთ სარეკლამო შეტყობინებებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აკრძალვა, რომელიც უკვე ამოქმედდა - კიდევ იღებთ სარეკლამო შეტყობინებებს?

არასასურველი სარეკლამო მესიჯები თითქმის 10 დღეა, რაც აღარ იგზავნება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი 1-ელ მარტს ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა კომპანიას მომხმარებლების ნებართვის გარეშე SMS შეტყობინებების გაგზავნა აეკრძალათ.

პერსონალურ მონაცემთან დაცვის შესახებ კანონის 12 მუხლის 5 პუნქტით დგინდება, რომ მოქალაქეს უნდა მიეცეს მკაფიო მითითება, როგორ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებით.

ცვლილებების მიუხედავად, მომხმარებელთა უფლებების ცენტრი ვარაუდობდა, რომ კანონს აღსრულების რეალური მექანიზმები არ ჰქონდა. შესაბამისად, სარეკლამო შეტყობინებებს აბონენტები მაინც მიღებდნენ, ერთ-ერთი მიზეზი კი საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიებია.

უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. ქართული კომპანიების უმრავლესობა კი საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს ქირაობს.