ქართველმა მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები სტადიონიდან
თურქეთის პირველი ლიგის 26-ე ტურში "ქოჯაელისპორი" "ტუზლასპორთან" 1:2 დამარცხდა.
მატჩის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო და დავით სხირტლაძე მოედნიდან გააძევეს, ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს სახეში დაარტყა. "ქოჯაელისპორის" კიდევ ერთმა ქართველმა შემტევმა გიორგი ბერიძემ კი ჩხუბში მონაწილეობის გამო ყვითელი ბარათი მიიღო.
"ქოჯაელისპორის" რიგებში გიორგი ხარაიშვილმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო 36-ე წუთზე მოედანი დატოვა.
ქართველების გუნდი თურქეთის პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. "ქოჯაელისპორი" მორიგ მატჩს 15 მარტს, "გენჩლერბირლიგის" წინააღმდეგ გამართავს.