loader

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ჯანდაცვის მინისტრის გარდა, კიდევ ვინ შეცვალა ირაკლი კობახიძემ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკადრო ცვლილებები მთავრობაში - ჯანდაცვის მინისტრის გარდა, კიდევ ვინ შეცვალა ირაკლი კობახიძემ?

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გახდა. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

ამ დრომდე ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს წევრი იყო.

ჟორჟოლიანმა ამ პოსტზე მიხეილ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 10 მაისიდან იკავებდა, პოსტიდან კი მიმდინარე წლის 29 თებერვალს გათავისუფლდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც.

„მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.