loader

"სამართლიანობა მოითხოვს, საჯაროდ განვაცხადო..." - რას წერს ქეთა ბაღაშვილი, რომელმაც "ტიკ-ტოკზე" ახალი ტრენდი დაამკვიდრა და მთელი საქართველო აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამართლიანობა მოითხოვს, საჯაროდ განვაცხადო..." - რას წერს ქეთა ბაღაშვილი, რომელმაც "ტიკ-ტოკზე" ახალი ტრენდი დაამკვიდრა და მთელი საქართველო აალაპარაკა

ბოლო დღეებია ქა­ლე­ბის ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის, Beauty Lab-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლ ქეთა ბაღაშვილზე ყველა საუბრობს. მისმა ახალმა ტრენდმა სოციალური ქსელი მოიცვა.

ქეთა რამ­დე­ნი­მე დღის წინ აშშ-დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და (ქეთა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას).

"ტი­კ-ტო­კის" მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კი ნა­ხეს ვი­დეოკად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორც დახ­ვდა მას აე­რო­პორ­ტში ყვა­ვი­ლე­ბით ამ ტრენ­დის ერთ-ერთი გმი­რი დათა და­რი­აშ­ვი­ლი.

"სამართლიანობა მოითხოვს, საჯაროდ განვაცხადო, რომ არ გავთხოვილვარ, არც ვთხოვდები, არც საჯარო და არც ფარული გულისსწორი - არც მთის, არც ბარის არა მყავს და რომ ყველა მსგავსი შინაარსის ვიდეო იმ ტრენდის ნაწილია, რომელიც ბოლო 16 დღეა ურყევად იკავებს პირველ ადგილს "ტიკ-ტოკზე", რომელმაც მხოლოდ ჩემს პლატფორმაზე ამ ბოლო 16 დღის განმავლობაში დააგროვა 53 მილიონი ვიდეონახვა და ჩემს პროფილს გაუჩინა 5.5 მილიონი უნიკალური მაყურებელი. გააცოცხლა ძველი ქართული სიმღერები, ხალხი დააახლოვა საკუთარ ფესვებთან და ერთმანეთთან, გოგონებს გაუჩინა მეტი თავდაჯერებულობა.

- ასევე ბევრი სხვა რამ, რაზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით დავწერ. თუმცა, ამასთანავე, შექმნა არაჩვეულებრივი სოციალური კვლევის და დაკვირვების საშუალება, სადაც კიდეც ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როგორ უყვარს ჩვენს საზოგადოებას ქალების ანტაგონისტებად გამოყვანა და როგორ ნებისმიერ კონტექსტში ყველაფერი "ქალის ბრალია". აიმ მთაზედაა ყორნეებიიი..." - წერს ქეთა სოციალურ ქსელი.