loader

"მალე შევხვდებით შონ" - შონ ო'მალის განცხადებას, მერაბ დვალიშვილი ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მალე შევხვდებით შონ" - შონ ო'მალის განცხადებას, მერაბ დვალიშვილი ეხმაურება

UFC 299-ის მთა­ვარ შეხ­ვედ­რა­ში, სუ­პერ მსუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი შონ ო’მალი და მარ­ლონ "ჩიტო“ ვერა და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის­თვის კი ეს ბრძო­ლა იმით იყო სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უნდა გარ­კვე­უ­ლი­ყო.

5-რა­უნ­დი­ან ბრძო­ლა­ში შონ ო’მა­ლიმ უმაღ­ლე­სი დო­ნის გა­მოს­ვლა აჩ­ვე­ნა და "ჩიტო“ გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად და­ა­მარ­ცხა.

ო’მა­ლის საბ­რძო­ლო ინ­ტე­ლექ­ტით დარ­ბა­ზი და UFC-ის კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ კო­მენ­ტა­ტორ­მა, ჯო რო­გან­მა ო’მა­ლის ჰკი­თხა, თუ ვის­თან ბრძო­ლა სურ­და შემ­დეგ­ში, რა­ზეც შონ­მა UFC-ის პრე­ზი­დენტს, დანა ვა­ითს მი­მარ­თა, უთხრა, გა­ემ­ზა­დე­ბი­ნა კერ­ძო თვითმფრი­ნა­ვი, რად­გან ეს­პა­ნეთ­ში ჩაფ­რინ­დეს და იქ ილია თო­ფუ­რი­ას შეხ­ვდეს.

ო’მა­ლიმ ისიც თქვა, რომ თუ ხალ­ხს სურს, რომ მე­რაბს და­უ­პი­რის­პირ­დეს, მე­რაბს შეხ­ვდე­ბა, თუმ­ცა "შა­ქარს“ "მა­ტა­დორ­თან“ სურს ბრძო­ლის ჩა­ტა­რე­ბა.

"გა­ამ­ზა­დე თვითმფრი­ნა­ვი ეს­პა­ნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად, მე ილია თო­ფუ­რი­ას­თან ბრძო­ლა მსურს", - თქვა შონ­მა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურება: "მალე შევხვდებით შონ."