უმძიმესი კადრები ტრაგედიის ადგილიდან - " ახლაც იქაა ცხედარი"
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა თემქაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება
"ჩემი კორპუსის წინ, 10 მეტრში, მშენებარე კორპუსის მე-10 სართულის სახურავიდან საათნახევრის წინ, მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ადგილზე! - ახლაც იქაა ცხედარი..." ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

