loader

როუტერსის ინფორმაციით აშშ-ს სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 75 ხმით 22ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომელიც ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როუტერსის ინფორმაციით აშშ-ს სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 75 ხმით 22ის წინააღმდეგ დაამტკიცა, რომელიც ხელმოსაწერად ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნა

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა ორპარტიული მხარდაჭერით, 75 ხმით 22-ის წინააღმდეგ 467,5 მილიარდი დოლარის დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის რამდენიმე პროგრამას, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ტრანსპორტს, ენერგეტიკასა და სხვა პროგრამებს ფისკალური წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე დააფინანსებს.

„იმ ხალხისთვის, ვინც წუხს, რომ გაყოფილი მთავრობა არაფრის კეთებას ნიშნავს, ეს ორპარტიული პაკეტი სხვა რამეს ამბობს“, - განაცხადა სენატის „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.