loader

“გადაწყვეტილება მიღებულია არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ ორ მაღალ პოზიციაზე, აქედან ერთი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია“ - მამუკა მდინარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გადაწყვეტილება მიღებულია არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ ორ მაღალ პოზიციაზე, აქედან ერთი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის გარდა, კიდევ 2 პოზიციაზე წარადგენს კანდიდატურას, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

„გადაწყვეტილება მიღებულია არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრზე, არამედ, თუ არ ვცდები, ორ მაღალ პოზიციაზე. ამის შესახებ პრემიერი თავადვე განაცხადებს. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მთავრობის სხდომაზე. ჯანდაცვის მინისტრზე ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა. ერთი ადმინისტრაციის უფროსია, თუ არ გამოუცხადებია“, - აღნიშნა მდინარაძემ.