loader

"ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა" - თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხრამში გადაიჩეხა და დაიღუპა" - თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ხრამში გადაიჩეხა, შედეგად კი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, 7 მარტს, მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.