რამდენიმე წუთის წინ თერჯოლასთან ავარია მოხდა - არის მსხვერპლი
რამდენიმე წუთის წინ თერჯოლასთან ავარია მოხდა - არის მსხვერპლი
მსხვერპლით დასრულდა ავარია თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: megatv.ge