loader

სა­ქარ­თვე­ლოს დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ წავიდა პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე, სადაც საქართველოს დროშის გვერდით ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სა­ქარ­თვე­ლოს დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ წავიდა პუტინის ახალგაზრდულ ფორუმზე, სადაც საქართველოს დროშის გვერდით ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

ოკუ­პანტ რუ­სეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით ტარ­დე­ბა, დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჩა­ვი­და. ფეს­ტი­ვა­ლი 1-ლ მარტს და­ი­წყო და ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც შე­დი­ან. სოჭთან ახ­ლოს, "სი­რი­უ­სის“ ფე­დე­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის დრო­შე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას პრი­მა­კო­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ღია წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს შო­რის არი­ან:

ანნა ხო­ტივ­რიშ­ვი­ლი - ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბის კან­დი­და­ტი, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე;

იუ­ლია კლი­უ­ჩი­კო­ვა - რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გიდი თბი­ლი­სი­დან;

ინეს­სა რო­დი­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი აკ­რო­ბა­ტი­კის სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი მარ­ნე­უ­ლი­დან, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის თქმით, "რუსი ახალ­გაზ­რდე­ბის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“;

კა­რი­ნე არა­კე­ლი­ა­ნი - მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რო­დი­ო­ნოვ­კა­დან (ფა­რა­ვა­ნი);

ტა­ტი­ა­ნა ბა­ლა­ბა­ნო­ვა - გო­რე­ლოვ­კას მკვიდ­რი;

სოჭ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი მო­როშ­კი­ნაც, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­დის რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და კო­მენ­ტარს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

ვრცლად სტატიის სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/306656-delegacia-okupant-kveqanashi-vin-stumrobda-sakart/