რა ხდება ამ წუთებში ყაზბეგის გამზირზე, სადაც სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გაისროლეს
ამ წუთებში თბილისში, ყაზბეგის გამზირის 37 ნომერში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს - იქ ცოტა ხნის წინ, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან გაისროლეს.
"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი ელისო კილაძე ამბობს, რომ ტყვია მისი დაცვის წევრის ფეხებთან დავარდა. ჟურნალისტი მომხდარს მისი დაშინების მცდელობას და ნარკორეალიზატორების მხილებების სერიას უკავშირებს. მტკიცებულებად უკვე ამოღებულია ტყვიის მასრა.