loader

"ბოლომდე მეგონა, შენს 14 წლის ნანატრ ანგელოზს აიყვანდი ხელში... ეს რა უბედურება დაატყდა შენს ოჯახს" - 39 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლომდე მეგონა, შენს 14 წლის ნანატრ ანგელოზს აიყვანდი ხელში... ეს რა უბედურება დაატყდა შენს ოჯახს" - 39 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა

39 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ მწვავე პნევმონიით სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა. არსებული ინფორმაციით, ქალი თურქეთში 12 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ "მედინადან" გადაიყვანეს.

TV25.GE-ის ინფორმაციით, ქალი, თავდაპირველად, თერაპიულ განყოფილებაში მოათავსეს, მას პნევმონია გაუმწვავდა და ფილტვების უკმარისობა განუვითარდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი პაციენტს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

"ეს რა უბედურება დაატყდა შენს ოჯახს. დასანანი ხარ ცივი მიწისთვის ასეთი ახალგაზრდა. კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყავი. უფალს ებარებოდეს შენი წმინდა სული, ჩემო ქეთი. ჯერ ნამდვილად ადრე იყო შენი იმიერში წასვლა, ვერ ვიჯერებ, თანავუგრძნობ ყველას...

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა... ჩემთვის ყოველთვის ფერად და ძლიერ გოგოდ დარჩება..

ჩვე­ნო თო­ჯი­ნა­ზე და ფე­რი­ა­ზე ლა­მა­ზო ქეთი... რა სა­ში­ნე­ლე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს... თვე­ზე მე­ტია ებ­რძო­დი არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებს, ისე, რომ შენი 14 წლის ნა­ნატ­რი ახალ­შო­ბი­ლი მა­რი­ტას ნახ­ვა და ჩა­ხუ­ტე­ბაც ვერ მო­ას­წა­რი... მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, სა­ო­ცა­რო, თავ­გან­წი­რუ­ლო დე­დავ, სა­მუ­და­მოდ გვე­მახ­სოვ­რე­ბი...

ქეთი, ყველაზე ლამაზი, თბილი, ფერადი და საყვარელი, დაუჯერებელია" - წერენ გარდაცვლილი ქალის ახლობლები სოციალურ ქსელში.