loader

რას ამბობს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების ფაქტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების ფაქტზე?

"ტრაგედიაა ყველასთვის, არავინ არ არის დაზღვეული" - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ, "მთავარ არხს" სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის შვილის ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავების ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

ცნობისთვის, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს.

თამარ გუდავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "უხერხულობის თავიდან ასაცილებლად" თანამდებობიდან გადადგა.

"მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში, იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი, რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან" - წერს თამარ გუდავა.